ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

სონენი: ილიასა და ისლამის ზომები არ განსხვავდება

FC-ის ყოფილი მებრძოლი და ამჟამად MMA-ს ექსპერტი, ჩეილ სონენი მიიჩნევს, რომ ილია თოფურია ზომების გამო, ისლამ მახაჩევთან ბრძოლის აუტსაიდერს არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, ამ 2 მებრძოლის გაბარიტებს შორის განსხვავება არ არის.

„ილია 65 კილოგრამია, ისლამი კი 70. მუჰამედ ალი 95 კილოგრამს იწონიდა, როდესაც ის მძიმე წონაში ჩემპიონი გახდა. სენ-პიერისა და ბისპინგის ჩხუბი მახსენდება, მაშინ სენ-პიერმა მოიგო, რომელიც უფრო მსუბუქი იყო. მაღიზიანებს ის აზრი, რომლის თანახმადაც ილიას შანსები არ აქვს“, - თქვა სონენმა თავის იუთუბ არხზე.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას, რომელმაც დივიზიონი რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა, ზაფხულში სურს ოქტაგონზე გასვლა და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შემოდგომაზეც იჩხუბოს.

პრობლემა ისაა, რომ მახაჩევს მასთან დაპირისპირება არ სურს. ისლამის მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ეს თავად განაცხადა და მოგვიანებით, რუსი მებრძოლის გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „ლეგენდამ“ ჯერ ტოპ 5-ის წევრი მებრძოლი უნდა დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატარა კაცის სინდრომი აქვს“ | ბელალ მუჰამედმა თოფურიას უპასუხა
„პატარა კაცის სინდრომი აქვს“ | ბელალ მუჰამედმა თოფურიას უპასუხა