UFC კატარში სადებიუტო ტურნირს გამართავს
UFC ნოემბერში სადებიუტო ტურნირს კატარში გამართავს. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
UFC Fight Night-ის ივენთი 22 ნოემბერს გაიმართება. ტურნირის ქარდი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
„ტურნირებს დიდი ხნის განმავლობაში ვმართავდით აბუ-დაბიში, ახლა კი გაფართოებას ვიწყებთ. კატარში ტურნირის ორგანიზებაზე რამდენიმე წელი ვმუშაობდით. საბოლოოდ, ყველაფერი მოვაგვარეთ“, - თქვა პრომოუშენის პრეზიდენტმა, დენა უაითმა პრესკონფერენციაზე.
გასულ კვირას როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დენა უაითს აცნობა, რომ მზადაა თეთრი სახლის ეზოში საბრძოლო სცენა (ოქტაგონი) მოაწყოს და UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიებას უმასპინძლოს.