ქეცბაია კალათბურთის ნაკრებზე: ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის პრობლემა არ გვექნება
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ევრობასკეტზე ეროვნული გუნდის თამაშს დაესწრო და Crystal Sport-თან კომენტარი გააკეთა.
ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 83:69 დასრულდა.
„მეექვსედ გავიდა საქართველო ევროპის ჩემიონატზე და იმედია, კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნება მომავალში. მოგვეცა საშუალება, რომ კალათბურთს გვერდით დავუდგეთ. აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ მოსული და ჩვენს ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის პრობლემა არ გვექნება. 4 გუნდი გადის და ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ამ ოთხეულში მოხვედრას იმსახურებს“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00-ზე დაიწყება.