“მალდინის წასვლის შემდეგ, ყველაფერი გაუარესდა“ - ტეომ შიდა სამზარეულოზე ისაუბრა
ახალი არავისთვის არის, რომ პაოლო მალდინის გათავისუფლების შემდეგ, მილანის განვითარება შეჩერდა. ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ყველაფერი უკან წავიდა.
ეს ყველაფერი მალდინის გუნდიდან გაშვებას უკავშირდება. შიდა სამზარეულოც აირია.. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ტეო ერნანდესმა ისაუბრა.
ტეო:
„ჩემი მილანში თამაში პირდაპირ პაოლო მალდინის დამსახურებაა. მისი მუდამ მადლიერი ვიქნები. იცით? დღესაც კედელზე მიწერია წარწერა, სადაც მან თავისი ღირსეული მემკვიდრე მიწოდა. ეს ჩემთვის დიდი პატივია.
ვფიქრობ, მისი გაშვება უდიდესი შეცდომა იყო. მალდინის წასვლის შემდეგ, ყველაფერი გაუარესდა. გუნდის ლეგენდა არაფრის გამო გაუშვეს. ერთხელ, მილანელოზე მე და კალაბრია მალდინის მაისურებით მივედით. ეს გადაწყვეტილება კი ხელმძღვანელობას არ მოეწონა.
გახსოვთ? როცა მილანს ვტოვებდი, გამოსამშვიდობებელ წერილში დავწერე, რომ ამ გუნდის ღირებულებები ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. წასვლას არ ვნანობ. როცა როსონერიში გადმოვედი აქ მალდინის გარდა მასარა და ბობანი დამხვდნენ. დღევანდელ ხელმძღვანელობას მილანი არ უყვარს. ეს მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს არ ეხება.“
შეგახსენებთ, რომ ფრანგი მარცხენა მცველი მილანს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ტეო ერნანდესმა მილანის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 262-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.