ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Fourfourtwo-ს რეიტინგში

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ FourFourTwo-მ ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. მისმა ექსპერტებმა დაასახელეს მარცხენა გარემარბები, რომლებიც მათი შეფასებით, 2025 წლისთვის მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში მოხვდა. „კვარა“ რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს და ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ჩამორჩება, „ბარსელონაში“ მოთამაშე რაფინიაა.

„ტრებლი პარი სენ-ჟერმენთან ერთად და სკუდეტოს მორიგი მედალი ერთ სეზონში? ცუდი ნამდვილად არ არის… საქართველოს ოქროს ბიჭუნას, ხვიჩა კვარაცხელიას, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ასვლა ის მოვლენაა, რასაც ევრო 2024-ის მაყურებელთა უმრავლესობა ველოდებოდით და ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი კვარაცხელია ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს და ნამდვილი კოშმარია, როდესაც შენ წინააღმდეგ მოდის

გამომდინარე იქიდან, რომ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავს ჭკვიანური ჯარიმების მოპოვება უყვარს და მეტოქე გუნდის მცველებს ხშირად იტყუებს ორთაბრძოლებში, რომლებშიც მათაც კი იციან, რომ შანსი პრაქტიკულად არ აქვთ, ხვიჩას ჯეკ გრილიშს ადარებდნენ. თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში კვარადონა ახალ დონეზე ავიდა და უსმან დემბელეს გვერდით შეუძლია, როგორც მარცხენა გარემარბად, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშოს.

ახლა, ნაპოლიში გატარებული წლებისა და მის გარშემო წარმოქმნილი უზარმაზარი აჟიოტაჟის შემდეგ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია — და პარი სენ-ჟერმენის ამ ვარსკვლავებით სავსე შემადგენლობაშიც კი, რაღაც კუთხით, მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული“, - წერს ინგლისური გამოცემა.

FourFourTwo-ს ექსპერტების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბი რაფინიაა. შემდეგ პოზიციებზე განლაგდნენ: ხვიჩა კვარაცხელია — მეორე, ვინისიუს ჟუნიორი — მესამე, ლუის დიასი — მეოთხე, ანტუან სემენიო — მეხუთე, ბრედლი ბარკოლა — მეექვსე, ნიკო უილიამსი — მეშვიდე, რაფაელ ლეაუ — მერვე, ჟერემი დოკუ — მეცხრე და მარკუს რაშფორდი — მეათე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 სამიანი და კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს კარგი მატჩი და გამარჯვება
4 სამიანი და კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს კარგი მატჩი და გამარჯვება