სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

4 სამიანი და კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს კარგი მატჩი და გამარჯვება

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა და ფლორიდაში გამართული შეხვედრა დამაჯერებლად, 112:91 მოიგო.

„მამუმ“ „ტორონტოს“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. იაკობ პოელტლის ტრავმის გამო სანდრომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 27 წუთი და 29 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.

ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 4 სამქულიანი და 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. „მამუსთვის“ 7 შედეგიანი გადაცემა კარიერის საუკეთესო შედეგია — მან „მილუოკი ბაქსში“ ყოფნისას „იუტა ჯაზთან“ დაფიქსირებული 6 ასისტი გააუმჯობესა. როდესაც სანდრო პარკეტზე იმყოფებოდა, „ტორონტომ“ „მაიამიზე“ 19 ქულით მეტი ჩააგდო. „რეპტორსის“ რიგებში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ იმანუელ ქუიკლის (+27) და სკოტი ბარნსს (+21) ჰქონდათ.

მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ ბარნსმა და ქუიკლიმ ჩააგდეს. სკოტიმ მატჩი 27 ქულით, 8 მოხსნითა და 4 ასისტით დაასრულა, ქუიკლის კი 18 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „მაიამის“ მხრიდან 21 ქულით ხაიმე ხაკესი გამოირჩა, ხოლო ნორმან პაუელმა 17 ქულა მოაგროვა.

ამრიგად, „ტორონტოს“ ბალანსზე 18 მოგება და 13 მარცხია და „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. კანადელები მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს, „ვაშინგტონ უიზარდსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სომხეთის ნაკრებს უარი ვუთხარი | რატომ აირჩია იეგოიანმა საქართველო
სომხეთის ნაკრებს უარი ვუთხარი | რატომ აირჩია იეგოიანმა საქართველო