გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგამ ტრავმის გამო არ ითამაშა | ორლანდომ პორტლენდს მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მიმდინარე რეგულარულ სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდელებმა სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ დაამარცხეს და დაძაბულ ბრძოლაში, 110:106 მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩი მარცხენა მუხლზე მიღებული დაზიანების გამო გამოტოვა. გუშინდელი ვარჯიშისას ბითაძის თანაგუნდელის ფეხი მუხლში მოხვდა და „ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ მისი გამოყვანა არ გარისკა.

„მეჯიქის“ შემადგენლობაში საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. ენტონი ბლექმა 22 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პაოლო ბანკერომ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. „პორტლენდის“ მხრიდან 25 ქულით დენი ავდია გამოირჩა, შეიდონ შარპს 22 ქულა ჰქონდა.

ცნობისთვის, „ორლანდო მეჯიქის“ ანგარიშზე 17 მოგება და 13 წაგებაა. ფლორიდელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრა 27 დეკემბერს, „შარლოთ ჰორნეთსთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა და 16 გოლი გაუშვა“ - 90MIN მამარდაშვილზე
“კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა და 16 გოლი გაუშვა“ - 90MIN მამარდაშვილზე