ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

“კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა და 16 გოლი გაუშვა“ - 90MIN მამარდაშვილზე

გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში თამაში თითქმის არ უწევს. ქართველმა კარის დარაჯმა სათამაშო წუთები ძირითადად იმის გამო მიიღო, რომ ალისონ ბეკერი ტრავმირებული იყო.

რამდენიმე მატჩში გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ, მამარდაშვილი კვლავ სკამზე დაჯდა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა 90MIN ქართველი მეკარის თამაშს აფასებს:

„რეალურად, ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ზაფხულში დაიმატა, თუმცა შემდეგ ერთი წლით ვალენსიაში იჯარის წესით დატოვა. მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან, ქართველი ლივერპულის სათადარიგო მეკარეა და ტრავმებისადმი მიდრეკილი ალისონის შეცვლა მოსალოდნელზე უფრო ხშირად უწევს.

მამარდაშვილმა ამ სეზონში უკვე 10 მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ლივერპული მძიმე კრიზისში იყო. რამდენიმე ეფექტური მოგერიების მიუხედავად, 25 წლის მეკარემ საკუთარ თანაგუნდელებს სტაბილურობა ჯერ კიდევ ვერ შესძინა. მან მხოლოდ სამჯერ შეინახა კარი მშრალად და 16 გოლი გაუშვა. მომდევნო შანსი FA Cup-ზე არაუგვიანეს იანვარში ექნება.“

შეგახსენებთ, რომ ლივერპული მიმდინარე სეზონში ვერ ბრწყინავს. მერსისაიდელებს პრემიერ ლიგაში 17 ტურის შემდეგ, 29 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან. ლიდერ არსენალს კი 10 ქულით ჩამორჩებიან.

არნე სლოტის გუნდმა 17 მატჩში 25 გოლი გაუშვა. ლივერპულზე მეტი გოლი მხოლოდ 7-მა გუნდმა გაუშვა.

მანჩესტერ იუნაიტედი - 28 გაშვებული გოლი
ფულემი - 26 გაშვებული გოლი
ბორნმუთი - 29 გაშვებული გოლი
ლიდსი - 31 გაშვებული გოლი
ნოტინგემი - 26 გაშვებული გოლი
ვესტ ჰემი - 35 გაშვებული გოლი
ბარნლი - 34 გაშვებული გოლი
ვულვზი - 37 გაშვებული გოლი

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩამოთვლილი გუნდებიდან მანჩესტერ იუნაიტედის გარდა უკლებლივ ყველა ათეულს მიღმაა. ვესტ ჰემი, ბარნლი და ვულვზი კი გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები