ხვიჩა კვარაცხელია, ნოა ლანგი, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„ნაპოლიმ კვარას შემცვლელი არა, მაგრამ ჩემპიონი იპოვა“ - იტალიაში ხვიჩა გაიხსენეს

იტალიურ მედიაში საქართველოს ნაკრების და პარი სენ-ჟერმენის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენეს. იტალიაში გავლენიანმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ მართალია, ხვიჩას გაყიდვის შემდეგ „პარტენოპეიმ“ სერია A მოიგო, თუმცა გუნდს ქართველის შემცვლელი ამ დრომდე არ უპოვნია. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ ნერეშისა და ნოა ლანგის სახით ჩემპიონები იპოვა.

რა წერია სტატიაში:

დავიდ ნერეში თავდაპირველად ძირითადად მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ შეიძინეს — სწორედ იმ პოზიციაზე, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი იკავებდა. თავად ანტონიო კონტეც, კვარაცხელიას PSG-ში წასვლამდე, ბრაზილიელს ხშირად და წარმატებითაც იყენებდა მარცხენა ფრთაზე. თუმცა, შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მარცხნივ თამაშისას ნერეში, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გამოიყურებოდა, თითქმის არასოდეს იყო გადამწყვეტი ფიგურა და, რაც მთავარია, უჭირდა გზის პოვნა მეტოქის კარისკენ.

ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ დავიდ ნერეში მუდმივად მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა. მწვრთნელმა მას სთხოვა, რომ ხაზთან კი არ გაჩერებულიყო, არამედ უფრო ხშირად ცენტრისკენ შემოწეულიყო. შედეგმაც არ დააყოვნა: ბრაზილიელმა გატანილი გოლების რაოდენობა გააორმაგა (მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი აქვს, გასულ სეზონში არსებული 3-ის წინააღმდეგ). რაც მთავარია, მან დაიწყო მეტოქის დაცვის ხაზების განადგურება არა მხოლოდ შეცვლიდან (როგორც ადრე ხდებოდა), არამედ სასტარტო შემადგენლობიდანვე.

ჯოვანი მანამ შეიძლება ვერ იპოვა კვარაცხელიას პირდაპირი მემკვიდრე (ქართველი ფეხბურთელის ფასეულობიდან გამომდინარე, ვერც მონდომებული ნოა ლანგი გახდება ასეთი), მაგრამ მან ნამდვილად აღმოაჩინა ჩემპიონი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ეს არის გამარჯვებით დასრულებული „შეცდომა“...

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2025 წლის იანვარში გადავიდა. პარიზულ გუნდს ქართველი შემტევის ტრანსფერი 80 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | კვარა FourFourTwo-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულშია
მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | კვარა FourFourTwo-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულშია