სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„კარგ პოზიციაში პასს ყოველთვის მიკეთებენ“ | სანდროს მატჩისშემდგომი ინტერვიუ

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „მაიამი ჰიტი“ 112:91 დაამარცხა. ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა — მან 14 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. „მამუმ“ კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა — NBA-ში 7 შედეგიანი გადაცემა აქამდე არასდროს გაუკეთებია.

მატჩის დასრულების შემდეგ სანდროს ინტერვიუ ჩამოართვეს. აშშ-ში შობა ახლოვდება და „მამუს“ ისიც ჰკითხეს, როგორ ამბობენ საქართველოში „Merry Christmas“-ს.

„როგორ ვშიფრავდი მაიამის დაცვას? პიკ-ენდ-როლის დროს ორივე ვარიანტის კომბინირებას ვახდენდი — ბლოკის შემდეგ ან სამწამიანში შევდიოდი, ან პერიმეტრზე გადავდიოდი. როდესაც სამქულიანს კარგად ისვრი და მეტოქის დაცვის გაწელვა შეგიძლია, მოწინააღმდეგე იძულებულია შენზე გადმოვიდეს და აქტიური დაცვა გეთამაშოს. ჩემი თანაგუნდელები ყოველთვის პასს მიკეთებდნენ, როცა კარგ პოზიციაში ვიმყოფებოდი და ბურთსაც კარგად ვანაწილებდით.

ეს გამარჯვება ჩვენს თავდაჯერებულობაზე ძალიან დადებითად აისახება. ორი რთული შეხვედრა წავაგეთ და გვინდოდა, შობამდე სწორი ნაბიჯი გადაგვედგა. ვაშინგტონთან მატჩისთვის მზად ვიქნებით და წარმატებულ სერიას გავაგრძელებთ. როგორ ამბობენ „Merry Christmas“-ს ქართულად? — გილოცავთ შობა-ახალ წელს“, — განაცხადა მამუკელაშვილმა.

გეტყვით, რომ „ტორონტოს“ 18 მოგება და 13 მარცხი აქვს და „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. კანადელები მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს, „ვაშინგტონ უიზარდსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფიდენციალური კუნძული - რონალდუს ახალი 7-მილიონიანი შენაძენი
კონფიდენციალური კუნძული - რონალდუს ახალი 7-მილიონიანი შენაძენი