კონფიდენციალური კუნძული - რონალდუს ახალი 7-მილიონიანი შენაძენი
ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის სანაპიროსთან მდებარე იზოლირებულ კერძო კუნძულზე ორი უძრავი ქონება 7 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა.
ვეტერანმა თავდამსხმელი ორი ვილის მფლობელი გახდა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ფუნტია. ვილები ექსკლუზიურ კურორტ ნუჯუმაზე მდებარეობს, რომელიც წითელი ზღვის შუაგულშია განთავსებული და იქ მოხვედრა მხოლოდ ჰიდროთვითმფრინავით ან ნავით არის შესაძლებელი.
კუნძული კრიშტიანუს ამჟამინდელი საცხოვრებლიდან დაახლოებით 800 მილის დაშორებით მდებარეობს. აღნიშნული ვილები დაპროექტებულია ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის, ლორდ ნორმან ფოსტერის მიერ და წარმოადგენს ელიტური დასვენებისთვის შექმნილი რეზერვის ნაწილს.
ლოკაცია აღწერილია როგორც: „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კერძო კუნძულის გარემო, რომელიც გამოირჩევა დიზაინის სრულყოფილებითა და გარემოს აღდგენაზე ორიენტირებული მიდგომით.“
View this post on Instagram
კუნძულზე ჩასასვლელად ვიზიტორები ჯერ Red Sea International Airport-ში უნდა ჩაფრინდნენ, შემდეგ კი ნუჯუმამდე ჰიდროთვითმფრინავით ან ნავით გააგრძელონ გზა.
რონალდუმ ორი ვილის შეძენის შესახებ საუდურ გამოცემა Saudi Gazette-თან ისაუბრა:
„ეს ადგილი ყველა თვალსაზრისით უნიკალურია. პირველივე ვიზიტიდან მე და ჯორჯინამ ამ კუნძულთან განსაკუთრებული კავშირი ვიგრძენით. ეს არის ადგილი, სადაც სიმშვიდესა და შინაგან ჰარმონიას ვპოულობთ.“
კრიშტიანუს ოჯახი ადგილობრივმა საზოგადოებამაც თბილად მიიღო. ჯონ პაგანომ, Red Sea International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა:
„მოხარული ვართ, რომ კრიშტიანუ და ჯორჯინა შემოგვიერთდნენ. ეს გადაწყვეტილება ასახავს ამ ადგილის მიმზიდველობას მათთვის, ვინც ეძებს თავგადასავალს კონფიდენციალურობით და ფუფუნებას ბუნებასთან ჰარმონიაში. მოუთმენლად ველით, რომ დავეხმაროთ მათ აღმოაჩინონ ყველაფერი, რასაც წითელი ზღვა სთავაზობს.“
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს დიდებული სეზონი აქვს. მისი გუნდი(ალ ნასრი) საუდრის არაბეთის პრო ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს, ხოლო თავად პორტუგალიელმა 9 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.