ბრუნო ფერნანდეში, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„ბრუნო შეუცვლელია, მაგრამ...“ - ამორიმმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ „წითელი ეშმაკების“ ტრავმირებული კაპიტნის, ბრუნო ფერნანდეშის შეცვლა შეუძლებელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიდერობა სხვა გამოცდილმა ფეხბურთელებმა უნდა ითავონ.

„ბრუნოს შეცვლა შეუძლებელია, ამის შესახებ ფეხბურთელებს პირდაპირ ვუთხარი. ამ სიტუაციაში სხვებმა წინ უნდა გადადგან ნაბიჯი, პირველ რიგში ამას გამოცდილი ფეხბურთელებისგან ველოდები. ბრუნოს მოედანზე უამრავი ფუნქცია აქვს: მომენტების შექმნა, ყოველ სტანდარტზე გუნდის ორგანიზება. ახლა ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ყველაფერში ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით.

ბრაიან მბეუმო და ამად დიალო აფრიკის თასზე არიან, ეს გუნდისთვის ასევე დიდი დანაკლისია. ბრუნოს მოედანზე ყველაფერი ესმის, ის ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას. როდესაც მეტოქე სტანდარტს ასრულებს, ბრუნო მიუთითებს თანაგუნდელებს, სად უნდა დადგნენ.

მეორე მხრივ, მისი ტრავმა კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, მაგალითად, ლისანდრო მარტინესისა და ლუკ შოუსთვის. ახლა მათი ლიდერობა გვჭირდება. კობი მაინუ ბრუნოზე ადრე დაბრუნდება. რამდენს იუქმებს ფერნანდეში, ვერ გეტყვით.

შესაძლო ტრანსფერები? თუ კარგი შესაძლებლობა იქნება, ამას ხელიდან არ გავუშვებთ, მაგრამ მთავარი ის იქნება, რომ ფეხბურთელი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოგვადგეს. მოკლევადიანი ამოცანების შესასრულებლად არავის დავიმატებთ“.

ცნობისთვის, ბრუნო ფერნანდეშს ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა დაუდგინდა. მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სეზონის საუკეთესო ხუთეულში დასრულება შეუძლიათ“ - ნევილმა წითელ ეშმაკებზე ისაუბრა
„სეზონის საუკეთესო ხუთეულში დასრულება შეუძლიათ“ - ნევილმა წითელ ეშმაკებზე ისაუბრა