ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ერთა ლიგა 2027/28: წილისყრა, კალენდარი, სიახლეები და მოლოდინები

უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა. ასევე დაზუსტდა წილისყრის თარიღიც - 2026 წლის 12 თებერვალი.

ჯგუფური ეტაპი დაიწყება 2026 წლის სექტემბერში და დასრულდება ნოემბერში.

ფინალური ეტაპი (Final Four) მარტის ნაცვლად გაიმართება 2027 წლის ივნისში, თუმცა იქამდე მატჩები მარტშიც იქნება. ახალი ფორმატით, რომელიც ახლა უკვე დამტკიცებულია (შარშან შევიდა ძალაში), მარტის ფანჯარა (2027 წლის 25-30 მარტი) კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება:

აღარ არის მხოლოდ პირველი ადგილი მნიშვნელოვანი და რატომ: თუ საქართველო თავის ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ის აღარ რჩება ავტომატურად B ლიგაში. ის 25-30 მარტს ითამაშებს ორმატჩიან პლეი-ოფს (შინ და სტუმრად) A ლიგის რომელიმე მესამეადგილოსანთან. მოგების შემთხვევაში ვწინაურდებით A ლიგაში.

თუ დავიკავებთ მესამე ადგილს, მარტშივე მოგვიწევს ბრძოლა C ლიგის მეორეადგილოსანთან B ლიგაში დასარჩენად.

ერთა ლიგის გავლენა იზრდება:

ერთა ლიგის რეიტინგი პირდაპირ გავლენას მოახდენს ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ისევე როგორც წინა წლებში, ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს (რომლებიც ვერ მოხვდებიან ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი შესარჩევიდან) ექნებათ „მეორე შანსი“ პლეი-ოფის სახით.

ევრო 2028-ის შესარჩევი ციკლის კენჭისყრისას, გუნდები კალათებში განაწილდებიან ერთა ლიგის 2026/27 წლების საერთო რეიტინგის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალ დივიზიონში და ჯგუფში მაღალ პოზიციაზე იქნები ერთა ლიგაზე, მით უფრო სუსტი მეტოქეები შეგხვდება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში.

კალათები და კალენდარი: 3 სანაკრებო პაუზის ნაცვლად 2 იქნება:

I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი

II კალათა: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა

III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი

IV კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო

ამჯერად მატჩები სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერში არ გაიმართება. ანუ 3 სანაკრებო პაუზა აღარ იქნება. იქნება მხოლოდ 2. სექტემბერ-ოქტომბერი ერთიანდება და ამ მონაკვეთში ნაკრებები 4 შეხვედრას გამართავენ. ბოლო ორი მატჩი კი ნოემბრის პაუზაზე იქნება.

პირველი პაუზა - სექტემბერ-ოქტომბერი: პირველი ტურის შეხვედრები დაახლოებით 24-26 სექტემბერს გაიმართება.

მეორე პაუზა - ნოემბერი: დასკვნითი მე-6 ტურის შეხვედრები კი დაახლოებით 15-17 ნოემბერს.

მეოთხედფინალები, ანუ ლიგებში ასასვლელ-გასავარდნი პლეი-ოფი 25-30 მარტს (2027) გაიმართება. ნახევარფინალები და ფინალი, ანუ ფინალური ოთხეულის მატჩები 6-13 ივნისს (2027) იქნება.

როგორი შეიძლება იყოს ყველზე ცუდი და ყველაზე მისაღები ვარიანტები?

სიკვდილის ჯგუფი:

შვეიცარია, ნორვეგია, საქართველო, შვედეთი.

უფრო მისაღები ვარიანტი:

ისრაელი (ან ბოსნია), ავსტრია, საქართველო, ჩრდ. მაკედონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები