ლიონელ მესი, ტომას მიულერი
Aa
Aa

მიულერი: მსგავსი რამ სხვას არავის შეუძლია, მესი უნიკალური და შეუცვლელია

„ვანკუვერ უაითქეფსის“ შემტევმა, თომას მიულერმა, ლიონელ მესისთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

დეკემბერში მესის „ინტერ მაიამი“ MLS-ის თასის მფლობელი გახდა. მათ ფინალში მიულერის გუნდი 3:1 დაამარცხეს.

– რამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს თქვენ და მესი მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე გატარებული ორი ათწლეულის შემდეგ? ტელეფონით საუბრობთ, სადმე დასალევად ერთად დადიხართ ხოლმე ამერიკაში, თუ უბრალოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლებით?

„ერთმანეთს ძალიან ახლოს არ ვიცნობთ. ჩვენი ურთიერთობა უფრო კოლეგიალურია. ჩვენ შორის არასდროს ყოფილა არაფერი პირადი, რაც სერიოზულ მეტოქეობაში გადაიზრდებოდა. მე ყოველთვის ვიყავი იმ გუნდების ნაწილი, რომლებიც ისეთ გუნდებს ეთამაშებოდნენ, სადაც მესი გაცილებით უფრო ცენტრალური ფიგურა იყო, ვიდრე მე ჩემი გუნდებისთვის. თუმცა, რამდენჯერმე მოვახერხე მისი გეგმების ჩაშლა (მისთვის ხელის შეშლა)! რადგან მონაწილე ვიყავი იმ გამარჯვებების, რომლებსაც ისიც ესწრაფოდა“.

– ეს ნამდვილად ასეა.

„მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ შორის არსებობს ურთიერთპატივისცემა. ჩემი გადმოსახედიდან ეს ბუნებრივია. ის უნიკალურია, შეუცვლელი და, ჩემი აზრით - საუკეთესო! მესი ერთმანეთთან ათავსებს სტატისტიკას, შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთსა და ესთეტიკას. მსგავსი რამ სხვას არავის შეუძლია. მას თითქმის ყველაფერი გამოსდის - თავითაც კი იტანს გოლებს!“

– მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტანმორჩილია.

„მედიამ MLS-ის ფინალის წინ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გაბერა და მესი-მიულერის დუელად წარმოაჩინა. ჩემთვის კი ეს უბრალოდ MLS-ის თასისთვის ბრძოლა იყო. სიმართლე გითხრათ, ისიც კი არ ვიცი, თავად მან რამდენად მიაქცია ყურადღება ჩემთან დაპირისპირებას“.

- განაცხადა მიულერმა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები