შეი გილჯეს-ალექსანდერი, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

გილჯეს-ალექსანდერს ვერ აჩერებენ | ზედიზედ 100 მატჩი მინიმუმ 20 ქულით

NBA-ის მორიგ ტურში „ოკლაჰომა სიტი თანდერმა“ „მემფის გრიზლისს“ 119:103 მოუგო. მოქმედი ჩემპიონების რიგებში საუკეთესო ისევ შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

კანადელმა კალათბურთელმა მატჩი 31 ქულით, 10 მოხსნითა და 8 შედეგიანი პასით დაასრულა, ხოლო ჯეილენ უილიამსმა 24 ქულას, 6 მოხსნასა და 2 ასისტს მოუარა თავი. „მემფისის“ რიგებში 24-24 ქულით საუკეთესოები სედრიკ კოვარდი და კენტავიუს კალდუელ-პოუპი იყვნენ.

„თანდერის“ გამთაშებელმა „მემფისთან“ მატჩში მნიშვნელოვანი სტატისტიკური მწვერვალი დაიპყრო. „გრიზლისთან“ მატჩი გახდა ზედიზედ მეასე, რომელშიც გილჯეს-ალექსანდერმა სულ მცირე 20 ქულა დააგროვა. წინ მხოლოდ ლეგენდარული უილტ ჩემბერლენია, რომელსაც 1961-1963 წლებში ზედიზედ 126 ასეთი მატჩი ჰქონდა.


რაც შეეხება „ოკლაჰომას“, 26 მოგებითა და 3 წაგებით ისინი კვლავ დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე არიან. მეორე-მესამე ადგილებს „დენვერი“ და „სან ანტონიო“ იყოფენ (21 მოგება და 7 მარცხი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილმა მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო | ტორონტო ბრუკლინთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო | ტორონტო ბრუკლინთან დამარცხდა