ბითაძის ორი ქულა და მოხსნები | გოგას ორლანდომ გოლდენ სტეიტთან წააგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ დამარცხდა. ფლორიდელებმა მატჩი სტუმრად ჩაატარეს — პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეორე ნახევარი „მეჯიქმა“ ჩააგდო და 97:120 წააგო.
ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. გოგამ პარკეტზე 14 წუთი და 29 წამი გაატარა და მისი მონაგარი 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა ცენტრმა ქულები საჯარიმო სროლებით მოიპოვა, ოთხი მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა, ხოლო მის პასივში 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი გახლდათ.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო — 21 ქულა, 12 მოხსნა და 7 პასი. დესმონდ ბეინმა 20 ქულა დააგროვა, ენტონი ბლექმა — 19. „უორიორსის“ მხრიდან 26 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, ჯიმი ბატლერს 21 ქულა ჰქონდა, ხოლო მოუზეს მუდის — 20.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 16 მოგება და 13 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე პოზიციას იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს გამართავს და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდება.