„იანი ათი თავით მაღლა იდგა“ - ალბაზი მერაბისა და იანის ბრძოლაზე
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და რეიტინგის მე-6 ნომერმა, ამირ ალბაზიმ რუსულ Match TV-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა.
რას ამბობს ალბაზი:
„დიახ, მათ ბრძოლას ვუყურე. ორივე მებრძოლმა კარგი სანახაობა გვაჩვენა, მაგრამ პიოტრი მერაბზე ათი თავით და მხრებით მაღლა იდგა. ეს ნამდვილად იყო საღამოს ბრძოლა, მათ ნამდვილი შოუ დადგეს.“
მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 7 დეკემბერს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ, ქართველი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, რის შედეგადაც ჩემპიონის ქამარი დაკარგა.