ვილი სანიოლი, ადელ ჩედლი
Aa
Aa

„მოღალატე არ ვარ“ - სანიოლის ასისტენტმა ტუნისის ნაკრებზე თქვა უარი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ადელ ჩედლიმ საკუთარი ქვეყნის, ტუნისის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე თქვა უარი. ამის შესახებ ჩედლიმ Ouest France-თან ინტერვიუში განაცხადა.

რა თქვა ჩედლიმ:

„ტუნისის ფეხბურთის ფედერაციიდან ექვსი თვის წინ დამიკავშირდნენ და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შემომთავაზეს, მაგრამ იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა. ჭორები გავრცელდა, რომ არ მინდოდა, მაგრამ ეს ტყუილია. მანამდე ვილი სანიოლმა ხუმრობით მითხრა, რომ სამწვრთნელო შტაბიდან თვითონ გამაგდებს, თუ ოდესმე ტუნისის ნაკრებში მიმიწვევდნენ, ვინაიდან, მისი აზრით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ყოფნას ვიმსახურებ.

ამ დროს ახალი გახანგრძლივებული მქონდა კონტრაქტი საქართველოს ნაკრებთან, მე კი მოღალატე არ ვარ და საქართველოდან ვერ გავიქცეოდი. თუმცა ამ მიწვევამ ძალიან გამახარა და ამ სამსახურზე ყოველთვის ვფიქრობ. თუ თავისუფალი ვიქნები და ისევ დამიძახებენ, მზად ვარ, ფეხით წავიდე ან ხმელთაშუა ზღვას გადავცურო“.

ცნობისთვის, ადელ ჩედლი საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ ისტორიული სამშობლოს, ტუნისის ნაკრების ღირსებას იცავდა და „კართაგენის არწივების“ რიგებში 57 მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ის 2021 წლიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელებში გამარჯვების წყურვილი აღარ ჩანდა | კობიაშვილმა წელი ნეგატიურად შეაფასა
ფეხბურთელებში გამარჯვების წყურვილი აღარ ჩანდა | კობიაშვილმა წელი ნეგატიურად შეაფასა