მწვრთნელი: ოლივეირამ UFC-სთან 3 ჩხუბი შეათანხმა
„ჩარლზი ჯერ კიდევ 35 წლისაა. ის კვლავინდებურად მოტივირებულია და ისევ იბრძოლებს ქამრისთვის“ - თქვა ლიმამ.
შეგახსენებთ, რომ ჩარლზმა ბოლოს UFC 317-ზე იჩხუბა. თოფურიამ ის პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
გეტყვით ასევე, რომ ბრაზილიელის მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი, რაფაელ ფიზიევი იქნება. მათი ბრძოლა რიო დე ჟანეიროში, 11 ოქტომბერს გაიმართება და ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.