ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

ოლივეირა: ჩემს პენსიაზე გაშვებას ცდილობენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 35 წლის ვარ

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. 

„დუ ბრონქსის“ თქმით, ის ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს და მომავალში უფრო მეტი გეგმა აქვს.

„ხალხი უკვე ცდილობს პენსიაზე გამიშვას, თუმცა თავად მე ამაზე არც კი ვფიქრობს. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ კარიერა დავასრულო. ჯერ მხოლოდ 35 წლის ვარ და ყველაფერი ახლა იწყება. ასე რომ, შეწყვიტეთ პენსიაზე ლაპარაკი- ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ“, - თქვა ოლივეირამ.

შეგახსენებთ, რომ ჩარლზმა ბოლოს UFC 317-ზე იჩხუბა. თოფურიამ ის პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

ბრაზილიელის მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი, რაფაელ ფიზიევი იქნება. მათი ბრძოლა რიო დე ჟანეიროში, 11 ოქტომბერს გაიმართება და ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს მომავალზე
„თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს მომავალზე