ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ოლივეირა: ცარუკიანი სატიტულო ჩხუბს იმსახურებს

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ არმან ცარუკიანზე ილაპარაკა.

„დუ ბრონქსი“ მიიჩნევს, რომ სომეხი მებრძოლი ილია თოფურიასთან სატიტულო ჩხუბს იმსახურებს.

„არმანი რეიტინგის პირველი ნომერია, ამიტომაც ის ამ ჩხუბს იმსახურებს. არმანი თავის დროს ელოდება. ის ტიტულისთვის ბრძოლას აპირებდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ჩაეხსნა“, - თქვა ოლივეირამ.

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლოს 2024 წლის აპრილში იჩხუბა, როცა ჩარლზ ოლივეირას მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია და სატიტულო შანსი მიიღო, თუმცა ისლამ მახაჩევთან ჩხუბამდე ერთი დღით ადრე ტრავმის გამო წონის კლების ვერ დაასრულა და ბრძოლას ჩაეხსნა.

რაც შეეხება თოფურიას, „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ომალი დვალიშვილზე: ჩხუბისთვისაა შექმნილი
ომალი დვალიშვილზე: ჩხუბისთვისაა შექმნილი