ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ერთი თვალით საერთოდ ვერ ხედავს“ | როგორია ტომ ასპინალის მდგომარეობა

ტომ ასპინალის მამამ, ენდი ასპინალმა საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ინგლისელმა ჩემპიონმა სირილ განთან ჩხუბი ვერ გააგრძელა, რადგან ფრანგმა მებრძოლმა ორივე თვალში თითი ძლიერად მოარტყა.

„გუშინ ჩვენს ნაცნობ UFC-ის ექიმთან კონსულტაციაზე ვიყავით, შემდეგ კი ოფთალმოლოგთან წავედით. საქმე ძალიან ცუდადაა. კარგი სიახლე არ გვაქვს. საერთოდ ვერაფერს ხედავს, ყველაფერი ნაცრისფერია. ტესტი ჩაუტარეს და ვერც ერთი ასო ვერ დაინახა.

მარცხენა თვალში 50-პროცენტიანი მხედველობა აქვს. მხოლოდ ოთხი ასო დაინახა და შემდეგ ვერაფერი გაარჩია. მოკლედ, ერთ თვალით საერთოდ ვერ ხედავს, მეორეში - 50-პროცენტიანი მხედველობა აქვს. პრობლემა აქვს თვალის კუნთებთან დაკავშირებითაც და დამატებითი ტესტები ჩაუტარდება.“

შეგახსენებთ, რომ განისა და ასპინალის ჩხუბი პირველ რაუნდში დასრულდა და შედეგი ბათილად გამოცხადდა. ღონისძიების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ასპინალს ჩხუბის გაგრძელება არ უნდოდა და რემატჩი ძალიან საინტერესო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან მიმართებით ოდნავ ჯიუტად იქცევა“ | ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეზე
„კვარასთან მიმართებით ოდნავ ჯიუტად იქცევა“ | ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეზე