„შეიძლება მცემონ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიქნები“ - პრატესმა წარსული გაიხსენა
კარლოს პრატესი ოქტაგონში მომაკვდინებელი ნოკაუტების გარდა, გალიის გარეთაც უდიდეს ყურადღებას იქცევს. ის მუდამ არაორდინალური ქცევით გამოირჩევა და ბრაზილიელი მებრძოლის თითოეული პრესკონფერენცია თუ ინტერვიუ ნამდვილი სანახაობაა. პერტში გამართული ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენას ტექნიკური ნოკაუტით ძლევის შემდეგ კარლოსმა თავისი მძიმე წარსული გაიხსენა და აწმყოზეც საინტერესოდ ისაუბრა.
კარლოს პრატესი
ექვსი წლის განმავლობაში ტაილანდში ფულისა და სპონსორის გარეშე ვცხოვრობდი. ერთხელ ხელი მქონდა მოტეხილი და ბრძოლა შემომთავაზეს, რაზეც იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი, რადგან კომუნალური გადასახადები მქონდა გადასახდელი. ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ. რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება დარტყმა გამიტარონ, მცემონ და წავაგო, რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ უბედური მაინც არ იქნები, რადგან მარცხის შემთხვევაშიც სოლიდურ ბონუსს მივიღებ, ეს კი ძალიან კარგია.
ცნობისათვის, ჯეკ დელა მადალენას დამარცხების შემდეგ კარლოს პრატესმა განაცხადა, რომ დაელოდება ისლამ მახაჩევისა და იან გარი მაჩადოს ჩხუბს, რომელიც ალბათ სულ მალე ჩაინიშნება და მათ შორის გამარჯვებულთან იჩხუბებს.