ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი, კარლოს პრატესი
Aa
Aa

პრატესს გარისთან შეხვედრა სურს - მაჩადო ისლამის შემდეგ მოიცლის

კარლოს პრატესის მიერ ჯეკ დელა მადალენასთან მოპოვებულმა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ UFC-ის ქვესაშუალო წონით დივიზიონში ისედაც ბურუსით მოცული სიტუაცია, თავდაყირა დააყენა. ბრძოლის დასრულებისთანავე ბრაზილიელმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მომდევნო ჩხუბი სატიტულო იქნება და აგვისტოში ამ დივიზიონში ისლამ მახაჩევის ქამრის პირველი დაცვის შედეგს მოუთმენლად დაელოდება. მოგვიანებით კი, პრესკონფერენციაზე პრატესმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრა.

კარლოს პრატესი

17 აგვისტოს 33 წლის ვხდები, ხოლო 15 აგვისტოს ფილადელფიაში, UFC 330-ზე ისლამ მახაჩევმა და იან მაჩადო გარიმ უნდა იჩხუბონ. დენა უაითსა და ჰანტერ კემპბელს ვთხოვ, დაბადების დღის საჩუქრად ამ ბრძოლაზე დასასწრები ბილეთები მაჩუქონ, თანაც პირველ რიგში, რადგან მათ შორის გამარჯვებულს დავუპირისპირდები და ვიქნები პირველი ბრაზილიელი, რომელიც ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს. ვინ მოიგებს ისლამსა და იანს შორის? რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, მაჩადოს აქვს იმის უნარები, რომ მახაჩევი დაამარცხოს.

ცნობისათვის, პრატესის ნათქვამს იან მაჩადო გარი მალევე გამოეხმუარა და განაცხადა, რომ ჯერ ისლამს მიხედავს, ამის შემდეგ კი მზად არის კარლოსს მისსავე სამშობლოში, ბრაზილიაში ეჩხუბოს. აქვე გეტყვით, რომ კარლოს პრატესი და იან მაჩადო გარი ერთმანეთს ერთხელ უკვე შეხვდნენ და 2025 წლის 26 აპრილს ირლანდიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი სწორედ ასე მოხდა“ - მახაჩევი თოფურიასთან ჩაშლილ ბრძოლაზე
„ყველაფერი სწორედ ასე მოხდა“ - მახაჩევი თოფურიასთან ჩაშლილ ბრძოლაზე