სტრიკლენდი 5-რაუნდიან კიკბოქსინგს გეგმავს - ჩიმაევმა მოტივაციის წყარო დაასახელა
მიმდინარე კვირაში შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს უდიდესი სანახაობა ელოდება. UFC 328-ის მთავარი ჩხუბი ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის გაიმართება და დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის პირველ დაცვას შეეცდება. თუმცა, როგორც მან თავად აღნიშნა ქამარი მისთვის სრულიად მეორეხარისხოვანია და მოტივაციის წყაროც მოურიდებლად დაასახელა.
ხამზატ ჩიმაევი
თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნამდვილი მონადირე. ქამარი აღარ მაინტერესებს - მერწმუნეთ ტიტულს რომ ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, კარიერას დრიკუს დუ პლესის დამარცხების შემდეგ დავასრულებდი, რადგან ჩემპიონი უკვე გავხდი. ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციის წყარო რომ ფულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
შონ სტრიკლენდი
ჩიმაევის გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი სახით სერიოზული ოპონენტი ჰყავთ. თავად ხამზატმაც მშვენივრად უწყის, რომ პარტერში ვერ გადამიყვანს. ერთ რამეს ვიტყვი - გულშემატკივრები ჩიმაევი-სტრიკლენდის დაპირისპირებაში 5-რაუნდიან კიკბოქსინგს იხილავენ, რაც ჩეჩენს ძალიან გააბრაზებს, მე კი მას იმას გავუკეთებ, რაც მომინდება.
ცნობისათვის, ხამზატ ჩიმაევმა საჯაროდ განაცხადა, რომ შონ სტრიკლენდთან ჩხუბის დროს მისი სეკუნდანტი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერი არმან ცარუკიანი იქნება.