კილიან მბაპე, ტიბო კურტუა
Aa
Aa

კურტუა ელ კლასიკოსთვის მზად არის, მბაპეს მონაწილეობა კი ჯერ არ გადაწყვეტილა

მადრიდის „რეალის“ მეკარე, ტიბო კურტუა, „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ბელგიელმა გოლკიპერმა, რომელიც მარტის შემდეგ ბარძაყის ტრავმის გამო მოედანზე არ გამოჩენილა, დღევანდელი ვარჯიში სრულად, საერთო ჯგუფთან ერთად ჩაატარა.

ჟურნალისტ მელჩორ რუისის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კურტუა ლა ლიგის 35-ე ტურის ფარგლებში, კვირას გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

რაც შეეხება კილიან მბაპეს, მისი მონაწილეობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ფრანგი ფორვარდი ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესს განგრძობს.

მიუხედავად ამისა, მისი თამაში კლასიკოში ბოლომდე გამორიცხული არ არის — „რეალი“ საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხშაბათს, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის საფუძველზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არის თუ არა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“ | Marca-მ კვარაცხელიაზე დაწერა
„არის თუ არა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“ | Marca-მ კვარაცხელიაზე დაწერა