კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპემ შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს | ESPN

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე, სავარაუდოდ, სეზონის ფინალურ ეტაპზე გუნდს ვერ დაეხმარება.

დღეს მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა.

ESPN-ის ინფორმაციით, მისი მონაწილეობა 10 მაისს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გასამართ „ელ კლასიკოში“ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მეტიც, არსებობს სერიოზული ალბათობა, რომ მბაპემ სეზონის დარჩენილი ყველა მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 27 წლის კილიანმა 41 მატჩი ჩაატარა, ამდენივე გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გეტყვით ასევე, რომ მბაპე სამეფო გუნდის ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი Transfermarkt-ზე 200 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონტანიე: “მძიმე საღამო იყო, დღეს ზურიკო დავკარგეთ“
მონტანიე: “მძიმე საღამო იყო, დღეს ზურიკო დავკარგეთ“