ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ყელში ამომივიდა“ - სეხუდომ კარიერის დასრულება დააანონსა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ჰენრი სეხუდომ დაადასტურა, რომ მისი მომავალი ორთაბრძოლა 27 წლის პეიტონ ტალბოტთან, მისთვის ბოლო იქნება პროფესიულ დონეზე.

„ბრძოლა პეიტონთან ჩემთვის ბოლო იქნება, UFC-მ ამის შემდეგ რაც არ უნდა შემომთავაზოს. მომწონს, როცა სინათლე ანთია. დრო დადგა, ორი შვილი მეზრდება. არ მსიამოვნებს წონის დაგდება და ა.შ. მე შემიყვარდა უძრავ ქონებასთან, რეკლამასთან და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებული ბიზნესი. ამით იმდენ ფულს ვშოულობ, რომ დროა, ვთქვა: „ყელში ამომივიდა", – ციტირებს სეხუდოს სიტყვებს პორტალი AgFight-ი.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოსა და ტალბოტის ორთაბრძოლა UFC 323-ზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბი იქნება.

ცნობისთვის, ჰენრი UFC-ს ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ზედიზედ 2 წონით კატეგორიაში ტიტული წარმატებით დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი მერაბთან ჩხუბს იმსახურებს“ | სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა
„უმარი მერაბთან ჩხუბს იმსახურებს“ | სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა