კარატე - საქართველოს ნაკრების 6 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველმა კარატისტებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრებაზე ოქროს მედალი მოიპოვა ალექსანდრე შამუგიამ. მან ინდივიდუალურ კატაში უფროსებს შორის პარადისციპლინაში იასპარეზა. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ჭაბუკა მახარაძე (უფროსებს შორის ინდივიდუალური კუმიტე) და დავით გულოიანი (20-წლამდელთა შორის 65 კგ-მდე წონითი კატეგორია).
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ღონღაძე (ინდივიდუალური კუმიტე უფროს ვეტერანთა შორის), საბა სურმანიძე (20-წლამდე ახალგაზრდებს შორის კუმიტე 65 კგ-მდე წონითი კატეგორია) და სანდრო იაკობიძე (9-წლამდელთა შორის ინდივიდუალური კუმიტე).
მსოფლიოს ერთიანი კარატეს ფედერაციის ორგანიზებით (WUKF) ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობას 35 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი იღებდა, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე 15-კაციანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი.