სამი ოქრო პრესტიჟულ ტურნირზე - კარატისტების ამერიკის ღია პირველობა
Aa
Aa

სამი ოქრო პრესტიჟულ ტურნირზე - კარატისტების ამერიკის ღია პირველობა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში გამართული კონტაქტური კარატეს ტრადიციული ღია პირველობა, რომელიც რიგით მეექვსედ ჩატარდა, საქართველოს წარმომადგენლებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის კარატისტებმა საერთო ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს, რაც მართლაც სერიოზული მაჩვენებელია.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მინდია მგელაძემ (70 კგ), დათა ფუტკარაძემ (80 კგ) და დავით მსხალაძემ (+80 კგ) მოახერხეს, რის ხარჯზეც ჩვენმა ქვეყანამ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ შეხვედრაში მგელაძემ რუს მოწინააღმდეგეს აჯობა, ფუტკარაძე გერმანელ მეტოქეზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო მსხალაძემ ამერიკელ კარატისტს მოუგო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შეჯიბრებაში საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრების წევრებმა პირველად იბრძოლეს და სადებიუტო ტურნირზევე მსგავსი მასშტაბის შედეგების ჩვენება ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფონიავას ვერცხლის მედალი - წარმატება პრემიერლიგაში
ფონიავას ვერცხლის მედალი - წარმატება პრემიერლიგაში