გოგიტა არქანია
Aa
Aa

ისტორიული ბრინჯაო - კარატისტების შთამბეჭდავი შედეგი

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული სპორტული კარატეს ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულთან ერთად, ისტორიული და შთამბეჭდავიც გამოდგა. ქართველმა კარატისტებმა გუნდური კუმიტეს დისციპლინაში კონტინენტის პირველობაზე საპრიზო ადგილი პირველად დაიკავეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ფინალისკენ სავალ გზაზე ჩვენი ქვეყნის გუნდმა ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც ნიდერლანდები, ხორვატია და ბოსნია იყო. ნახევარფინალში ქართველმა კარატისტებმა თურქებსაც იოლად არაფერი დაუთმეს და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი საფრანგეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 3:0 მოუგეს.

ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ირაკლი სულამანიძე, ცოტნე სორდია, მერაბ გელაშვილი, ანზორ დონაძე, ვალიკო ფონიავა, დავით დავითური და ნიკა თოლორდავა იცავდნენ, რომლებიც ტურნირისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გოგიტა არქანიამ მოამზადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარატისტების 13 მედალი - ჩემპიონი 8 ქართველი გახდა
კარატისტების 13 მედალი - ჩემპიონი 8 ქართველი გახდა