ფონიავას ვერცხლის მედალი - წარმატება პრემიერლიგაში
Aa
Aa

ფონიავას ვერცხლის მედალი - წარმატება პრემიერლიგაში

მაროკოში გამართული სპორტული კარატეს პრემიერლიგის პრესტიჟული შეჯიბრება ვალიკო ფონიავასთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა, ფინალამდე მივიდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად მცირედი დააკლდა.

ფონიავამ შესარჩევ ეტაპზე დანიელ, იტალიელ და ფრანგ მოწინააღმდეგეებს აჯობა, რასაც ფინალურ სტადიაზე სომეხი და უკრაინელი მეტოქის ძლევა მოჰყვა, ფინალში კი რუს ოპონენტთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ მის გარდა, ჩვენი ქვეყნის სახელით პრემიერლიგაში კიდევ ექვსი კარატისტი ასპარეზობდა, თუმცა ლია ხურცილავამ, ლიზი ზვიადაურმა, ცოტნე სორდიამ, დავით ტყებუჩავამ, ლევან დონაძემ და მერაბ გელაშვილმა მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.

ცნობისათვის, სპორტული კარატეს პრემიერლიგა საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირია და 12 სხვადასხვა კატეგორიაში, 55 ქვეყნის 359 კარატისტს შორის 48 მედალი გათამაშდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ოქრო, 3 ბრინჯაო - კარატისტებმა გრან პრიზე გაიბრწყინეს
2 ოქრო, 3 ბრინჯაო - კარატისტებმა გრან პრიზე გაიბრწყინეს