ისტორიული შედეგი - ევროპის ორი ჩემპიონი კარატეში
Aa
Aa

ისტორიული შედეგი - ევროპის ორი ჩემპიონი კარატეში

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სპორტული კარატეს გუნდის წევრები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო არენაზე გამართულ ტურნირებზე სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებმა შედეგმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან მწვრთნელების გოგიტა არქანიას, ირაკლი ტყებუჩავას, სერგი კვენიაშვილისა და გელა ანთიას მომზადებულმა კარატისტებმა კონტინენტის პირველობა ოთხი მედლით დაასრულეს.

ევროპის ჩემპიონები კადეტთა შორის სალომე ქაქუთია (-47 კგ) და ომარ გოგრიჭიანი (+70 კგ) გახდნენ. ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი ლევან დადეშქელიანმა დაიკავა, რომელიც 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ხოლო კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას იუნიორებში ნიკოლოზ აბულაძემ (-68 კგ) მოუტანა.

ცნობისათვის, ტურნირი გამორჩეული იყო იმ კუთხითაც, რომ საქართველო ხუთი ლიცენზირებული რეფერით პირველად იყო წარმოდგენილი. ეროვნული ფედერაციის მიერ გაგზავნილმა არბიტრებმა კი ევროპის კარატეს ფედერაციის გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ლიცენზიები აიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსხალაძის ოქროს მედალი - ევროპის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი
მსხალაძის ოქროს მედალი - ევროპის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი