კარატისტების 13 მედალი - ჩემპიონი 8 ქართველი გახდა
Aa
Aa

კარატისტების 13 მედალი - ჩემპიონი 8 ქართველი გახდა

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს კარატეს თითქმის ყველა დისციპლინაში სერიოზული წარმატებები და გამონაკლისს არც კონტაქტური კარატე წარმოადგენს, რომლის ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა Oyama Cup-ის სახელწოდებით ცნობილ საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 8 უმაღლესი სინჯის გამოდგა.
კონტინენტის პირველობის გამარჯვებული უფროსი ასაკის სპორტსმენებიდან დავით ძნელაძე (-70 კგ), ახალგაზრდებიდან კი ანამარია მსხალაძე (+60 კგ), ანანო დათუკიშვილი (-55 კგ), ნინო შუბითიძე (-65 კგ), ოსკარ ჰინშლეი (-70 კგ), ამირან ტატულიშვილი (-80 კგ), საბა ჭრელაშვილი (+80 კგ) და გიორგი ძნელაძე (-70 კგ) გახდა. ვერცხლის მედალს კი მალხაზ ქაჯაია (-80 კგ ) დაეუფლა.
ცნობისათვის, ქართველ კარატისტებს ტურნირი არც ბრინჯაოს მედლის გარეშე დაუსრულებიათ - საპრიზო მესამე ადგილი დათა ფუტკარაძემ (-80 კგ), დიმიტრი მსხალაძემ (-80 კგ), ავთანდილ პარწიკანაშვილმა (+80 კგ) და ნანა ნიკურაძემ (-55 კგ) დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული შედეგი - ევროპის ორი ჩემპიონი კარატეში
ისტორიული შედეგი - ევროპის ორი ჩემპიონი კარატეში