ორი ვერცხლი პრესტიჟულ ტურნირზე - კარატისტების მედლები
Aa
Aa

ორი ვერცხლი პრესტიჟულ ტურნირზე - კარატისტების მედლები

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართული კარატეს პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის სახელწოდების მქონე მსოფლიოს თასი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა, მინდია მგელაძემ (-70 კგ) და დავით მსხალაძემ (-85 კგ) ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პროფესიული ლიგა, ძირითადად, კონტაქტური სტილის კარატეს, კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის საშეჯიბრო წესებით მოასპარეზე მებრძოლებს აერთიანებს. თითოეულ წონით კატეგორიაში სხვადასხვა საბრძოლო სპორტის სახეობის, მაღალი რეიტინგისა და კვალიფიკაციის რვა მებრძოლი ოლიმპიური სისტემით ასპარეზობდა; ქართველმა სპორტსმენებმა სამ-სამი შეხვედრა გამართეს და მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლები დათმეს.

ცნობისათვის, ტრავმის გამო საქართველოს კარატეს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი დათა ფუტკარაძე ვერ ეხმარებოდა - მისი ასპარეზობის შემთხვევაში, ძალიან დიდი ალბათობით შედეგი გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული ბრინჯაო - კარატისტების შთამბეჭდავი შედეგი
ისტორიული ბრინჯაო - კარატისტების შთამბეჭდავი შედეგი