მსხალაძის ოქროს მედალი - ევროპის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი
Aa
Aa

მსხალაძის ოქროს მედალი - ევროპის ჩემპიონის მორიგი ტრიუმფი

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართული მსოფლიოს თასის პრესტიჟული გათამაშება, სადაც 21-წლამდე კარატისტები მონაწილეობდნენ, დავით მსხალაძისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ბათუმელმა სპორტსმენმა, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, უმაღლეს დონეზე იჩხუბა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა.

მსხალაძეს საკუთარი საბრძოლო უნარებისა და ხარისხის დამტკიცება უდიდესი კონკურენციის პირობებში მოუხდა - კონტაქტური კარატეს 21-წლამდე შეჯიბრებაში 30 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა და ქართველმა კარატისტმა ყველა ორთაბრძოლა მარტივად, უმაღლესი საბრძოლო კლასის ხარჯზე მოიგო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ კონტინენტის პირველობაზე გამარჯვება შემთხვევითობა არ იყო.

ცნობისათვის, უკანასკნელი ნახევარი წლის მანძილზე საერთაშორისო ტურნირზე ქართული კარატესთვის ეს რიგით მეორე წარმატება გახლდათ - თებერვალში, ბარსელონაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს პროგრესი აქვს - FIFA-მ რეიტინგი განაახლა
საქართველოს პროგრესი აქვს - FIFA-მ რეიტინგი განაახლა