თათია მელუა
Aa
Aa

პროფესიონალიზმის და სრულყოფილების სიმბოლო - ნომერ პირველი მსაჯი საქართველოდან

ბოლო პერიოდში საქართველოს სპორტულ კარატეში საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული წარმატებები აქვს, თუმცა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამჟამად ქართული კარატეს მთავარი ელჩი და ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი არბიტრი თათია მელუაა, რომელიც პლანეტის საუკეთესო მსაჯების რეიტინგში პირველ ადგილზეა და შესაბამისად, მედიის მხრიდან საკმაოდ დიდი ყურადღებითაც სარგებლობს. მელუასთან დაკავშირებით კარატეს ერთ-ერთ პრესტიჟულ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე არის ყურადღება გამახვილებული.

რას წერენ მელუაზე

თათია საერთაშორისო კარატეს სამსაჯო მწვერვალზე დგას, რომელმაც უკვე დიდი ხანია კლასიფიკაციაში ლიდერობა ჩაიგდო ხელში. პრესტიჟული პოზიცია კარგად ასახავს მის გამორჩეულ კარიერას, რომელიც პროფესიონალიზმზე, პატიოსნებასა და უმაღლესი სტანდარტებისადმი ურყევ ერთგულებაზეა აგებული.

რეიტინგში მისი პირველობა მრავალწლიანი შრომის, უწყვეტი განვითარებისა და კარატეს ღრმა ცოდნის შედეგია. ის ცნობილია თავისი მკვეთრი სიმშვიდით და გადაწყვეტილების მიღების სიზუსტით. გამუდმებით ავლენს თვისებებს, რაც უმაღლესი დონის მსაჯობისთვის არის საჭირო. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ სპორტში ქალთა ლიდერობის სიმბოლოა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. მელუა არბიტრზე მეტია - ის კარატეში სამართლიანობის, პროფესიონალიზმის და სრულყოფილების გლობალური სტანდარტია“.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ კარატეში რამდენიმე დღის წინ ქართველებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს და კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩემპიონები სალომე ქაქუთია და ომარ გოგრიჭიანი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარატე - საქართველოს ნაკრების 6 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
კარატე - საქართველოს ნაკრების 6 მედალი ევროპის ჩემპიონატზე