ძალოსნობა | გიგა ოდიკაძემ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გიგა ოდიკაძემ 60კგ-მდე წონით კატეგორიაში სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.
ოდიკაძემ ატაცში 118 და 121 კგ დასძლია, რითიც ოქროს მედალი მოიპოვა და ამ დისციპლინაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველი ძალოსანი აკვრაში 137, 142 და 145 კგ-ს გაუმკლავდა. ამ მაჩვენებლით ის მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 266 კგ-ით კი ვერცხლისმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოს 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობს.
წყარო - 1TV