ძიუდო | საქართველოს ნაკრები ზაგრების გრანპრიზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს
Aa
Aa

ძიუდო | საქართველოს ნაკრები ზაგრების გრანპრიზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს

14-16 ნოემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მორიგი ოფიციალური ტურნირი გაიმართება. ზაგრების გრანპრიზე საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ტურში ბრუნდება მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

66 კგ – თორნიკე მაზიაშვილი

73 კგ – გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი

81 კგ – დავით გოდერძიშვილი, ირაკლი ბეროშვილი

90 კგ – ლუკა მაისურაძე, მიხაილ კუპრაშვილი

+100 კგ – გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი და დავით გოდერძიშვილი მთავარ ნაკრებში პირველად იასპარეზებენ.

2024 წლის ზაგრების გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე თენგო ზირაქაშვილი (66კგ) და აკაკი ჯაფარიძე (90კგ) გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები