“ჭორები სიმართლეა“ - მაკგრეგორმა ოქტაგონზე დაბრუნება დაადასტურა
Aa
Aa

“ჭორები სიმართლეა“ - მაკგრეგორმა ოქტაგონზე დაბრუნება დაადასტურა

MMA-ს ირლანდიელი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში დაბრუნების შესახებ მიანიშნებს და აცხადებს, რომ ოქტაგონზე მალე კვლავ გამოჩნდება. 37 წლის მებრძოლი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მისი შემდეგი ბრძოლა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

რას წერს კონორი?

ბატონი თავდაჯერებულობა ბრუნდება — ისევ ვიბრძოლებ! დაურეკეთ ბებიას! ნანი, ჩვენ ეს შევძელით! უყურეთ და გადაიხადეთ. გადამიხადეთ, ჯანდაბას. შენ, მსუქანო ირლანდიელო, თუ ჩემი ფული არ გაქვს, დაგაძინებ. მერე კაზინოში შევხვდებით — მაკს ყველა უყვარხართ, ყველას მიმართ სიყვარული მაქვს. ეს ჩემთვის პატივია, ყველაფერი მარტივია.“

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში გამართა, როდესაც დასტინ პორიე-სთან დამარცხდა. იმ შეხვედრაში მან მძიმე ტრავმაც მიიღო, რის შემდეგაც ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა და აქტიურ ასპარეზობას ჩამოშორდა.

MMA-ს გავლენიანი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანი ინფორმაციით, მაკგრეგორის დაბრუნება შესაძლოა 2026 წლის 11 ივლისს შედგეს. გავრცელებული ცნობებით, მის სავარაუდო მეტოქედ  ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეი განიხილება, რაც MMA-ს სამყაროში დიდ ინტერესს იწვევს.

მაკგრეგორის დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა UFC-სთვის, რადგან მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრძოლები ტრადიციულად რეკორდულ მაყურებელსა და კომერციულ წარმატებას იწვევს. თუმცა, დიდი პაუზის შემდეგ მისი სპორტული ფორმა და კონკურენტუნარიანობა კვლავ მთავარი კითხვად რჩება.

ასევე შეგახსენებთ, მაკგრეგორი UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და კომერციულად წარმატებულ ფიგურად ითვლება. ის ორგანიზაციის ისტორიაში პირველი მებრძოლია, რომელმაც ერთდროულად ორი წონის კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა, რაც მის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს ცალი ფეხი რომ ჰქონოდა, ამ ჩხუბს მაინც მიიღებდა“ | მახაჩევის მენეჯერი ილიაზე
„ისლამს ცალი ფეხი რომ ჰქონოდა, ამ ჩხუბს მაინც მიიღებდა“ | მახაჩევის მენეჯერი ილიაზე