რომან დოლიძე, ხალილ რაუნთრი
Aa
Aa

„პირველად როცა ვუყურე, გადაწყვეტილებამ დამაბნია“ | რაუნთრი დოლიძის ჩხუბზე

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლი, ხალილ რაუნთრი რომან დოლიძისა და კრისტიან ლიროი დანკანის ჩხუბს გამოეხმაურა. „კავკასიელი“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და რაუნთრიმ არბიტრების ვერდიქტზე ისაუბრა.

„როდესაც ჩხუბს პირველად ვუყურე, მსაჯების გადაწყვეტილებამ დამაბნია და მეგონა, რომ დოლიძემ გაიმარჯვა. კომენტატორებს არ ვუსმენდი და ხმაც არ მქონდა აწეული. ჩავთვალე, რომ პირველ რაუნდში რომანი მეტოქეს აკონტროლებდა და გამიკვირდა, როცა გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

თუმცა, როცა მეორედ ვუყურე და კომენტატორების ხმა გავიგონე, ყველაფერს ალტერნატიული მხრიდან შევხედე. ახლა, ვფიქრობ, რომ ეს ალბათ ლიროი დანკანისთვის დამსახურებული გამარჯვება იყო.“

შეგახსენებთ, რომ მარცხის შემდეგ დოლიძე საშუალო წონით დივიზიონში დაქვეითდა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში დოლიძე კვლავინდებურად ტოპ 15-შია. რომანმა 4 საფეხურით უკან დაიხია და მე-15 ადგილზე იმყოფება. ლიროი დანკანი საუკეთესო თხუთმეტეულში შევიდა და მე-12 პოზიცია დაიკავა, ხოლო გრეგორი როდრიგესი მე-11 ადგილზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის MVP გახდა | შენგელიას ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში
მატჩის MVP გახდა | შენგელიას ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში