კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

გადაწყვეტილია - მაკგრეგორი ოქტაგონზე ბრუნდება

დიდი პაუზის შემდეგ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე ბრუნდება. ირლანდიელი ვარსკვლავი UFC-ში მომდევნო ბრძოლას UFC 329-ის მთავარ ღონისძიებაში ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქე კარგად ნაცნობი მოწინააღმდეგე — მაქს ჰოლოუეი იქნება.

მაკგრეგორისთვის 2021 წლის შემდეგ ეს პირველი ბრძოლა იქნება. უკანასკნელად მან  დასტინ პორიესთან მძიმე მარცხი განიცადა. მას შემდეგ მისი დაბრუნება არაერთხელ დაანონსდა, მათ შორის დაგეგმილი იყო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ, თუმცა ეს დაპირისპირება საბოლოოდ არ შედგა.

ახლა კონორს წინ კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა ელოდება. მის წინაშე ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და BMF ქამრის ყოფილი მფლობელი მაქს ჰოლოუეი იქნება, რომელიც UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე გამძლე და გამოცდილი მებრძოლია.

ეს ამ მებრძოლების მეორე შეხვედრა იქნება. პირველად ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2013 წელს დაუპირისპირდნენ, როდესაც ორივე ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობდა. მაშინ მაკგრეგორმა 3-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ამჯერად ვითარება განსხვავებულია — რევანში ქვესაშუალო წონაში (77 კგ) გაიმართება, რაც ჰოლოუეისთვის სრულიად ახალი გამოწვევაა, რადგან ეს მისთვის ამ დივიზიონში დებიუტი იქნება. მაკგრეგორს კი ამ კატეგორიაში უკვე აქვს გამოცდილება — ის აქ ნეიტ დიასთან ორჯერ და დონალდ სერონესთან ერთხელ იბრძოდა.

ცნობისთვის, ჰოლოუეი ოქტაგონზე ბოლოს მარტში გამოჩნდა, როდესაც ჩარლზ ოლივეირასთან დამარცხდა და BMF ტიტული დაკარგა. მთავარი ბრძოლა 12 ივლისს International Fight Week-ის ფარგლებში გაიმართება და ხუთრაუნდიანი იქნება.

კონორის დაბრუნება UFC-ის წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენაა და ბუნებრივია, ბრძოლა უკვე უზარმაზარ ინტერესს იწვევს MMA-ს სამყაროში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანი: დამზღვევად ყოფნა უსიამოვნოა, მაგრამ რას ვიზამთ, მზად ვარ
ცარუკიანი: დამზღვევად ყოფნა უსიამოვნოა, მაგრამ რას ვიზამთ, მზად ვარ