ესპანელს მოუგო - ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის პირველ წრეში ესპანელ დანიელ მერიდას მოუგო და მეორე წრეში გავიდა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი კარგად დაიწყო, ჯერ 3:1, შემდეგ 5:2 დაწინაურდა. ამის შემდეგ მერიდამ ორი გეიმი აიღო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა სეტი მაინც მოიგო - 6:4.
მეორე სეტში ესპანელი უკეთესად გამოიყურებოდა, 4:1-ს იგებდა და საბოლოოდ 6:2 მოიგო. მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ბასილაშვილი დასკვნით გეიმებში უკეთესად გამოიყურებოდა და სეტი 6:3 მოიგო.
მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, ამერიკელი ბენ შელტონი იქნება.