საქართველოს ქალ მოჭიდავეთა ნაკრებმა ესტონეთის საერთაშორისო ტურნირზე, 6 მედალი მოიპოვა
ტალინის ღია პირველობაზე მთავარი მწვრთნელის ბესიკ გუჩაშვილის ხელმძღვანელობით, გოგონებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს!
ჩემპიონობა 20-წლამდელთა შორის 62კგ წონით კატეგორიაში მირანდა კაპანაძეს ერგო, რომელმაც 6 შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება.
ვერცხლის მედლებს ლუსი ტუხაშვილი (U13 - 26კგ) და ანა ლომიძე (U13 - 45კგ) დაეუფლნენ. ტურნირის პრიზიორები ანამარია გაბოძე (U13 - 23კგ) და ნინი ციცვიძე (U20 -57კგ) გახდნენ!
ამავე ტურნირზე ქალთა შორის ჩატარდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც, რომელზეც ლუსი ტუხაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!