10 მედალი ბულგარეთიდან - თავისუფლებმა უკეთესად იჭიდავეს
Aa
Aa

10 მედალი ბულგარეთიდან - თავისუფლებმა უკეთესად იჭიდავეს

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართული ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდებმა საერთო ჯამში 10 მედლით დაასრულეს. ათიდან ცხრა მედალი ჩვენს ქვეყანას ვაჟებმა მოუტანეს, ხოლო ერთი ნინო სამხარაძის (69 კგ) ანგარიშზეა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოლდოველი ევპრაჰია კაზაკუ 9:4 დაამარცხა.

რაც შეეხება ვაჟ მოჭიდავეებს, გაცილებით კარგი შედეგი თავისუფალ სტილში ჰქონდათ, სადაც ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში მედალი აიღეს. საუკეთესო შედეგი მძიმე წონაში მურთაზ ბაღდავაძემ აჩვენა, რომელმაც ფინალში მასპინძელი, ბულგარელი სპორტსმენი რაჩევ სტეფანოვი 3:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი ნარიმანიძე (51 კგ), თემურ თუთარაშვილი (55 კგ), დავით მძევაშვილი (60 კგ), რატი რევაზაშვილი (80 კგ) და ნურადინ მუსტაფიევი (92 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ევროპის ჩემპიონობასთან ახლოს იყო ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ბასილია (71 კგ), თუმცა ფინალში სომეხ იანეს აზარიანთან 0:4 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მისი თანამემამულეები ლუკა ბუიღლიშვილი (80 კგ) და საბა ტაკიძე (110 კგ) კი, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისურაძის და გამყრელიძის მედლები - თავისუფლებმა ასპარეზობა დაასრულეს
მაისურაძის და გამყრელიძის მედლები - თავისუფლებმა ასპარეზობა დაასრულეს