„სკამზე დანებდა და ეს სასიამოვნო სანახავი იყო“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
პედი პიმბლეტმა დენიელ კორმიეს ინტერვიუ მისცა და ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ილაპარაკა. „პედიმ“ განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ შუა ორთაბრძოლისას დანებდა და სკამზე ყოფნისას ჩხუბის გაგრძელებაზე უარი თქვა.
„როდესაც გეიჯიმ ილია დაამარცხა, მოტივაცია მომცა. ხალხი ამბობდა, რომ მას შანსი არ ჰქონდა, მე კი ვიცოდი, რომ ჯასტინი გაიმარჯვებდა. ეს ზუსტად გეიჯისთვის დამახასიათებელი ჩხუბი იყო. სწორედ ამიტომ არის ჯასტინი თქვენი საყვარელი მებრძოლის საყვარელი მებრძოლი.
ის ყველას უყვარს. გეიჯიმ დამამარცხა, მაგრამ მაინც მისი ფანი ვარ. ბრწყინვალე სანახავი იყო, ის პატარა ძუკნა შუა ორთაბრძოლისას რომ დანებდა. თოფურია დანებდა. ჩემმა მწვრთნელმა რომ მითხრას, ჩხუბს ვწყვეტო, ვეტყვი: „არა! ბოლომდე მივდივართ. გავდივართ და ბრძოლა ბოლომდე მიგვყავს. ძუკნები არ ვართ, მებრძოლები ვართ“.
არ შეიძლება, საკუთარ კუთხეში, სკამზე იჯდე და ამბობდე: „No mas, No mas (მეტი აღარ)“. რატომ არ მომწონს ილია ასე ძალიან? იმიტომ, რომ ყალბი ადამიანია. ყველაფერი დადგმული და გათვლილი აქვს. კულისებში მყავს ნანახი. ყველაზე ყალბი ადამიანია. ჩვეულებრივი მსახიობია“.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 329-ის ფარგლებში გამართავს. ინგლისელი მებრძოლი თანამთავარი მოვლენის მონაწილეა და ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდება.