ნიკოლოზ ქუთათელაძე
Aa
Aa

ქუთათელაძის დუბლი - ლევადიამ ესტონეთის თასზე პაიდე დაამარცხა

ესტონეთის თასის 1/16-ფინალში ლევადიამ პაიდეს უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელამც გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

ანგარიში მე-4 წუთზე სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რასაც 22-ე წუთზე ბადამოსიმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 53-ე წუთზე ქუთათელაძემ დუბლი შეასრულა, რითიც საკუთარი გუნდი დააწინაურა.

დარჩენილ დროში კიდევ 2 გოლი გავიდა. ასევე დუბლი შეასრულა ადგილობრივმა რობერტ კირსსმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე ლევადიას სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ესტონეთის შიდა ჩემპიონატის გასულ ტურში, ნიკოლოზმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, რის შემდეგაც ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები