ედსონ ბარბოზა, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მის კონტროლს თავი ვერ დავაღწიე“ - ბარბოსამ ხაბიბი გაიხსენა

რამდენიმე კვირის წინ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მებრძოლმა ედსონ ბარბოსამ კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა. მისი უკანასკნელი ბრძოლა ისეთი ნამდვილად არ გამოდგა, როგორც თავად სურდა, რადგან არგენტინელ ესტებან რიბოვიცთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, თუმცა ყოველივე ეს ბარბოსას დიდებულ კარიერას მცირე ჩრდილსაც ვერ მიაყენებს. ბუნებრივია, ხელთათმანების ოქტაგონში დადების შემდეგ, ედსონს თავისი მდიდარი კარიერის გასახსენებლად საკმარისზე მეტი დრო აქვს და როდესაც ჰკითხეს, თუ როდის იგრძნო თავი ყველაზე უმწეოდ, ასეთი პასუხი გასცა:

„ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც თავი უიმედო და უმწეო ადამიანად მაგრძნობინა, ხაბიბ ნურმაგომედოვია. ის არ იყო ყველაზე ძლიერი მებრძოლი მათ შორის, ვისაც შევხვედრილვარ და თავსაც კარგად ვიცავდი, მაგრამ საერთოდ აღარ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი მიწაზე. როგორცკი წამოდგომას ვცდილობდი, ის ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა. შევეცდებოდი ხელების მოშორებას და სხვა მხარეს წასვლას, მაშინვე იქ ჩნდებოდა. მისი პარტერში დომინირების თვისებები დაუჯერებლად ძლიერი იყო და ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი“.

შეგახსენებთ, რომ ედსონ ბარბოსა ხაბიბ ნურმაგომედოვს 2017 წლის 30 დეკემბერს შეხვდა და დაღესტნელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. რაც შეეხება მთლიანად ბრაზილიელის კარიერას, 39 ბრძოლიდან 24 მოიგო, 15-ში კი დამარცხდა. 24 გამარჯვებიდან ედსონმა 14 ნოკაუტით, 1 საბმიშენითა და 9 მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა. თოთხმეტ მარცხს შორის ერთი კი მას გიგა ჭიკაძემ აგემა, რომელმაც ბარბოსა 2021 წლის 28 აგვისტოს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შემთხვევაში დვალიშვილის რეკორდს მოვხსნი“ - ჰოკიტი ასპინალის გაძევებას ითხოვს
„ამ შემთხვევაში დვალიშვილის რეკორდს მოვხსნი“ - ჰოკიტი ასპინალის გაძევებას ითხოვს