არმან ცარუკიანი, მაურისიო რუფი
Aa
Aa

„არმანს ურთულესი ბრძოლა ელის“ - რუფის მწვრთნელის კომენტარი

არმან ცარუკიანს სატიტულო ბრძოლის მიღებამდე ერთი გამარჯვება აშორებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს მაურისიო რუფისთან უნდა მოიპოვოს. თავდაპირველად, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერს თითქოს ჩარლზ ოლივეირასთან უნდა ეჩხუბა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უახლოესი მეგობარი გარდაეცვალა, „დუ ბრონქსმა“ ოქტაგონში დაბრუნებაზე ჯერჯერობით უარი განაცხადა და დენა უაითმა ის რუფით ჩაანაცვლა. მართალია, ცარუკიანს ყველა უდავო ფავორიტად მიიჩნევს, მაგრამ ასე არ თვლის მაურისიოს მწვრთნელი ჯო ლოპესი და საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ასეთი არგუმენტები მოჰყავს:

„არმანს წინ საკმაოდ რთული ბრძოლა ელის. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ის რუფის იოლად წააქცევს და ხუთი რაუნდი მიწაზე აკონტროლებს, ძალიან ცდება. რა თქმა უნდა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ მაურისიოს ჩემზე კარგად არავინ იცნობს. ის საწვრთნელი პროცესის დროს ყველაფერს იოლად ითვისებს და დღიდან დღემდე სულ უფრო ათლეტური ხდება - ასეთი მებრძოლების წინააღმდეგ კი, ცარუკიანს იოლად არაფერი გამოსდის.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მაურისიო რუფიმ თეთრი სახლის ღონისძიებაზე იბრძოლა და მაიკლ ჩენდლერი ნოკაუტში გაგზავნა, ხოლო არმან ცარუკიანი ოქტაგონში უკანასკნელად გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა და დენ ჰუკერი საბმიშენით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოდი, სამი ქამრისთვის ვიჩხუბოთ“ - ოლივეირამ გეიჯი გამოიწვია
„მოდი, სამი ქამრისთვის ვიჩხუბოთ“ - ოლივეირამ გეიჯი გამოიწვია