მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„დიდხანს მალოდინეს, წასვლაზეც ვფიქრობდი“ - ევლოევი დეპრესიასთან ახლოს

მოვსარ ევლოევი დიდი ხანია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას ითხოვდა, მაგრამ UFC-ის ხელმძღვანელებმა მისი თხოვნა მხოლოდ მას შემდეგ დააკმაყოფილეს, როდესაც ინგუშმა მებრძოლმა UFC Fight Night 270-ზე მასსავით წაუგებლად მოასპარეზე ლერონ მერფი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ახლა როგორც ირკვევა, ეს დაპირისპირება ჩაშლის წინაშე იყო და ამის თაობაზე მოვსარმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ევლოევმა

სანამ მერფისთან ბრძოლა ჩაინიშნებოდა, დენა უაითმა და ჰანტერ კემპბელმა დიდხანს მალოდინეს. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა - ახლა რომ არ ვიჩხუბო, ტიტულზე ბრძოლის შანსს დავკარგავ, რაც საკმაოდ დიდი ნაბიჯებით უკან დამხევს და სხვასთან ჩხუბი მომიწევს. ბოლოს ფარ-ხმალი დავყარე და ვფიქრობდი: მომიწევს დაველოდო, როდის შემომთავაზებენ რაიმე რეიტინგულ ბრძოლას. ისე მქონდა გული აცრუებული, გადავწყვიტე, თუ მერფისთან არ მაჩხუბებდნენ, კარიერა დამესრულებინა, რადგან იმ ერთი წელის გარდა, რომელიც დავკარგე, პრაქტიკულად კიდევ ერთწლიანი არაფრისმომცემი პერიოდის გავლა მომიწევდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც კეთილ ზღაპრებში ხდება“.

შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევი კარიერაში პირველ სატიტულო ბრძოლას 24 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩაატარებს და მის მეტოქე დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება. ამავე ღონისძიების თანამთავარი მოვლენა კი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჯახი გახლავთ, სადაც ქართველი „მანქანა“ დეკემბერში დაკარგული სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აუტსაიდერობა მომწონს“ | მერაბმა იანთან მესამე ჩხუბზე ისაუბრა
„აუტსაიდერობა მომწონს“ | მერაბმა იანთან მესამე ჩხუბზე ისაუბრა